კომპანიის შესახებ
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი უძრავი ქონების აგენტებით და იურისტებით,რომლებსაც აქვთ 10 წლიანი გამოცდილება. უძრავი ქონების შერჩევისას ვითვალისწინებთ ურბანულ გეგმებს, განვითარების პროექტებს და მომავალ მიმდებარე ინფრასტრუქტურას.
ჩვენ სისტემატურად ვღებულობთ განახლებულ ინფორმაციას მშენებელი კომპანიებისა და მფლობელებისაგან, პირველები ვიგებთ უახლესი აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ, შესაბამისად ჩვენს კლიენტებს სტაბილურად აქვთ საუკეთესო შემოთავაზებები.
ჩვენი უპირატესობები
უსაფრთხოება
ჩვენს ბაზაში არ მოიძებნება საეჭვო ობიექტები. ნებისმიერ უძრავ ქონებას ჩვენ წინასწარ ვამოწმებთ.
ინდივიდუალური მიდგომა
ჩვენ ვაფასებთ თქვენს დროს. წარმოვადგენთ სრულ ინფორმაციას ობიექტის შესახებ და გთავაზობთ მხოლოდ აქტუალურ ვარიანტებს, რომლებიც თანხვედრაშია თქვენს მოთხოვნებთან.
კომუნიკაცია
ჩვენი სპეციალისტები ლაპარაკობენ ქართულად,რუსულად და ინგლისურად.
ჩვენი მომსახურებები
საცხოვრებელი და კომერციული ფართების ქირა
ჩვენ პირადად ვამოწმებთ უძრავ ქონებას და გაწვდით მასზე სრულ ინფორმაციას, როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებზე.შესაბამისი ფართის შესარჩევად ვაანალიზებთ მოთხოვნასა და მიწოდებას და ფასების დიაპაზონს. უძრავი ქონების მფლობელებისათვის ჩვენი იურისტები ამზადებენ კონტრაქტებს, რომლებშიც ყველა რისკი იქნება გათვალისწინებული. ასევე ვეხმარებით მფლობელებს გაქირავებასთან დაკავშირებულ საკითხებში.
საცხოვრებელი და კომერციული ფართების ყიდვა
ჩვენ გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას. ჩვენი აგენტების გამოცდილება გვაძლევს საშუალებას მაქსიმალურად ზუსტად გავიგოთ ჩვენი კლიენტის მოთხოვნა. ჩვენ დაგეხმარებით არამხოლოდ ბინის,არამედ ნამდვილი სახლის შეძენაში. საკმაოდ ხშირად მეწარმეებმა ზედმიწევნით ზუსტად იციან თუ როგორი ფართი სჭირდებათ მათ, ამიტომ ჩვენ დაგეხმარებით ჩანაფიქრის ასრულებაში და შეგირჩევთ ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს.
საინვესტიციო პროექტები
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველ წელს იზრდება. საქართველომ ინვესტიციური მომხიბვლელობის მიხედვით დაიკავა მე-13 ადგილი საერთაშორისო რეიტინგში. ამ კუთხით ქვეყანა გამოირჩევა მომგებიანობით ქირისა და ქონების ყიდვა-გაყიდვის მხრივ. ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ მომგებიან ფართში ინვესტირებასა და მის რეალიზაციაში.
იურიდიული მხარდაჭერა
ჩვენ ყოველ ეტაპზე ვაწარმოებთ გარიგების მონიტორინგს, ვატარებთ იურიდიულ კონსულტაციებს საქართველოში უძრავი ქონების იჯარის ან გაყიდვისა და ექსპლუატაციის ხელშეკრულებების დადების თავისებურებებზე. ასევე ვუწევთ მხარდაჭერას დოკუმენტების მომზადებასა და იუსტიციის სახლში ობიექტის რეგისტრაციაში.